USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
ტრამპის თქმით, ის პუტინს ტელეფონით ესაუბრა
 2145

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

მისი განცხადებით, მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინს უნდა, ომში ხალხი აღარ იღუპებოდეს და ეს მას ადარდებს.

"[ბაიდენისგან განსხვავებით] მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან", - ამბობს ტრამპი.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად კონკრეტული გეგმა აქვს.

"იმედი მაქვს, რომ ეს [გეგმა] სწრაფია. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი უკრაინაში ძალიან ცუდია. მე მინდა, დავასრულო ეს საშინელი რაღაც", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way