აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უნდა გაჩერდეს.
მისივე თქმით, რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებსა და რაკეტებზე, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ვერ მიაღწია წინსვლას.
ტრამპმა ერდოღანზე საუბრისას ხაზი გაუსვა სურვილს, რომ თურქეთმა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის ყიდვა, ვიდრე რუსები „უკრაინის წინააღმდეგ თავიანთ უგუნურ შეტევას განაგრძობენ“.
მან ასევე მიუთითა თურქეთის შესაძლებლობაზე, გავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
„ყველა პატივს სცემს ერდოღანს და მეც პატივს ვცემ მას. მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე, თუკი მოისურვებს, თუმცა ამჯობინებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტი უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.