USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ტრამპი: ომი დასრულდება, როდის დასრულდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ომი დასრულდება
Date:  773

ომი დასრულდება, როდის დასრულდება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ომი დასრულდება - პუტინს მისი დასრულება სურს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერთან შეხვედრაზე.

აშშ-ის ლიდერმა ასევე ისაუბრა უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბრეთ და ევროპა უკრაინის თავდაცვის პირველი ხაზი იქნება და ჩვენც მივიღებთ მასში მონაწილეობას“.

„მე, ზელენსკის და პუტინს ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა მან.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ უკრაინასთან, ვითანამშრომლებთ ყველასთან და დავრწმუნდებით, რომ თუ მშვიდობა იქნება, ეს მშვიდობა გრძელვადიანი იქნება... ჩვენ არ ვსაუბრობთ 2-წლიან მშვიდობაზე, რის შემდეგაც კვლავ ამ არეულობაში აღმოვჩნდებით“, - დასძინა მან.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way