USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
ტრამპი ღაზის სამშვიდობო შეთანხმებაზე: ამას 3 000 წელი დასჭირდა
Date:  1494

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველმა მოაწერა ხელი ღაზის სამშვიდობო გეგმას.

ხელმოწერის ცერემონიის დროს, ტრამპმა განაცხადა:

„ამას 3,000 წელი დასჭირდა, გჯერათ? და ის [შეთანხმება] გაძლებს!“

ტრამპის შემდეგ, გეგმას ხელი მოაწერეს ეგვიპტის ლიდერმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა შეთანხმების მნიშვნელობას და მას „მსოფლიოსთვის დაუჯერებელი დღე“ უწოდა.

მისი თქმით, ეს შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ ის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, რომლის დაწყების საფრთხეც, ტრამპის აზრით, სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებობდა.

 
society
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way