აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ომის შესახებ დამატებითი კითხვები დაუსვეს, ერთ-ერთი კითხვა კი ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.
ირანის ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: „იმედი მაქვს, ის ჩამოიშლება“, რის შემდეგაც ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს „უზარმაზარი“ და „დიდებული“ უწოდა.
მოგვიანებით მან განაცხადა: „მათი ვალუტა გაუფასურებულია. ინფლაცია, ალბათ, 150%-ია... ისინი ჯარისკაცებს ხელფასებს ვერ უხდიან. მათ არ შეუძლიათ ჯარისკაცებს გადაუხადონ. ფული არაფრად ღირს“
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.