USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“
Date:  1564

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ომის შესახებ დამატებითი კითხვები დაუსვეს, ერთ-ერთი კითხვა კი ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.

ირანის ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: „იმედი მაქვს, ის ჩამოიშლება“, რის შემდეგაც ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს „უზარმაზარი“ და „დიდებული“ უწოდა.

მოგვიანებით მან განაცხადა: „მათი ვალუტა გაუფასურებულია. ინფლაცია, ალბათ, 150%-ია... ისინი ჯარისკაცებს ხელფასებს ვერ უხდიან. მათ არ შეუძლიათ ჯარისკაცებს გადაუხადონ. ფული არაფრად ღირს“

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way