USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ტრამპი : არ შეიძლება ომი დაიწყო იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე ოცჯერ დიდია, და იმედი გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგაწვდის
Date:  494

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე ამერიკული იარაღის შესზაძლო შეძენის თაობაზე.

„ის ყოველთვის ცდილობს შეიძინოს რაკეტები. როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია, ხომ ასეა? არ შეიძლება ომი დაიწყო იმის წინააღმდეგ, ვინც შენზე ოცჯერ დიდია, და იმედი გქონდეს, რომ ხალხი რაკეტებს მოგაწვდის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ მიაწოდა უკრაინას „ჯაველინები“ ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

მისი თქმით, სწორედ ასე მოიგეს უკრაინელმა სამხედროებმა „თავიანთი პირველი დიდი ბრძოლა ტალახში ჩარჩენილი ტანკების წინააღმდეგ“.

„ქალაქები განადგურებულია. და რაც მთავარია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო. პირველი, ეს პუტინის. მეორე, ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა. და ზელენსკი. და ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ამის შეჩერების მცდელობა. მე მსურს მკვლელობების შეჩერება“, - დასძინა მან.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way