USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"
дата:  799

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა სხვა პოსტსაბ­ჭო­თა კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა­გან (აფხა­ზე­თი, სამ­ხრეთ ოსე­თი, დნესტრის­პი­რე­თი, დონ­ბა­სი) იმით, რომ რუ­სე­თი ამ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვე მხა­რეს (სომ­ხეთს და აზერ­ბა­ი­ჯანს) ან­გა­რიშს უწევს და გარ­კვე­ულ დის­ტან­ცი­ას იცავს. რუ­სე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში პირ­და­პირ არ ერე­ვი­ან და ამით ერ­თგვარ "ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბას" ამ­ჟღავ­ნე­ბენ...

კონ­ფლიქ­ტის ირ­გვლივ ძა­ლი­ან დიდი პრო­პა­გან­და მი­დის. სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ში ორი­ვე მხა­რე ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რე­ბი მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ორი­ვე შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებს მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს კრი­ტი­კუ­ლად და სკეპ­ტი­კუ­რად უნდა მო­ვე­კი­დოთ.

არ­ცერთ მხა­რეს არ აქვს მო­ნო­პო­ლია ის­ტო­რი­ულ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე. ორი­ვე - სომ­ხე­თიც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც თა­ვის პრე­ტენ­ზი­ებს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბით ასა­ბუ­თებს: აქ მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში სომ­ხე­თის სა­მე­ფო არ­სე­ბობ­და, მე-18-ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი (სპარ­სულ-თურ­ქულ-ში­ი­ტუ­რი) სა­ხა­ნო. ორი­ვე ერ­თსა და იმა­ვე გე­ო­ა­რე­ალ­ში არ­სე­ბობ­და და იქ მცხოვ­რე­ბი ხალ­ხე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თმა­ნეთ­თან მშვი­დად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ.

აზერ­ბა­ი­ჯანს, რო­მე­ლიც 1990 წელს სომ­ხეთ­თან კონ­ფლიქ­ტში და­მარ­ცხდა, უფრო მეტი სტი­მუ­ლი აქვს რე­ვან­შის ასა­ღე­ბად, რაც მან 27 სექ­ტემ­ბერს გა­ნიზ­რა­ხა. ბა­ქომ იფიქ­რა, რომ მსოფ­ლიო ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბას არ გა­ა­მახ­ვი­ლებ­სო და "ბლიცკ­რი­გის­თვის" სა­სურ­ვე­ლი მო­მენ­ტი შე­არ­ჩია.

მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სომ­ხუ­რი მხა­რე მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რუ­ლია. ერე­ვა­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს აცხა­დებ­და კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვა­ზე. სომ­ხე­ბი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ 1990 წელს და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებს "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულს" უწო­დე­ბენ, რაც მათ რი­ტო­რი­კას აგ­რე­სი­უ­ლო­ბას ანი­ჭებს". 

ავ­ტო­რი:სი­მონ კი­ლა­ძე


 
 
 
 
 
общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати