USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
ტკიარაძე მესამე ტალღას აანონსებს - ძალიან მალე ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში
თარიღი:  644

„ამას მე არ უარვყოფ, ამის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ნებისმიერი გახსნების პირობებში ჩვენ ყოველთვის ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ – დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა.

ტიკარაძე განმარტავს, რომ ამის გამომწვევი მიზეზები რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაა, საუბარია სოციალურ დისტანციასა და პირბადის ტარებაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია. ძალიან მოკლე დროში დაგვავიწყდა ჩვენ ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა. ასევე, მინიმუმამდე არის დასული პირბადეების ტარება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ინფექციის გავრცელებაზე. დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული, როგორც ინფექციის გავრცელების მესამე ტალღა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის