„ამას მე არ უარვყოფ, ამის მოლოდინი ჩვენ ყოველთვის გვქონდა და ნებისმიერი გახსნების პირობებში ჩვენ ყოველთვის ვაანონსებდით, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყოს გახსნა შენარჩუნებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ – დაიწყო თუ არა საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა.
ტიკარაძე განმარტავს, რომ ამის გამომწვევი მიზეზები რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობაა, საუბარია სოციალურ დისტანციასა და პირბადის ტარებაზე.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ არანაირი სოციალური დისტანცია არ გაგვაჩნია. ძალიან მოკლე დროში დაგვავიწყდა ჩვენ ის რთულად გამოვლილი მეორე ტალღა, რომელიც შემოდგომაზე გვქონდა. ასევე, მინიმუმამდე არის დასული პირბადეების ტარება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ინფექციის გავრცელებაზე. დღეს ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი უკვე ერთს აღემატება, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ შეიძლება ძალიან მალე ჩვენ აღმოვჩნდეთ აღმავალ ფაზაში, რომელიც შეიძლება იქნეს წოდებული, როგორც ინფექციის გავრცელების მესამე ტალღა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.