10 თვეში საქართველოდან თხილის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანამ თხილისა და სხვა კაკლის რეალიზებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 16.3%-ით ნაკლები 75.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
შესაბამისად, ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო საქონელში თხილმა 1.7%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა და სხვადასხვა ქვეყანაში 17 577 ტონა თხილი გაიყიდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, თხილისა და სხვა კაკლის მთავარ საექსპორტო ბაზარს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს.
1. იტალია - 20 მლნ დოლარი, 5 407 ტონა;
2. გერმანია - 17.1 მლნ დოლარი, 3 444 ტონა;
3. სომხეთი - 6.9 მლნ დოლარი, 1 769 ტონა;
4. ესპანეთი - 4.7 მლნ დოლარი, 899 ტონა;
5. რუსეთი - 3 მლნ დოლარი, 707 ტონა;
6. ლიეტუვა - 2.9 მლნ დოლარი, 556 ტონა;
7. საფრანგეთი - 2.4 მლნ დოლარი, 453 ტონა;
8. პოლონეთი - 2.3 მლნ დოლარი, 475 ტონა;
9. საუდის არაბეთი - 2.1 მლნ დოლარი, 375 ტონა;
10. ჩეხეთი - 2 მლნ დოლარი, 422 ტონა.
რაც შეეხება იმას თუ საიდან ყიდულობს და რა მოცულობით საქართველო თხილს, სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 10.5 მლნ დოლარის 3 388 ტონა თხილი და კაკალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს ღირებულებით 5.7%-ით აღემატება.
აღსანიშნია, რომ ამ ხნის განმავლობაში თხილი და სხვა კაკალი ძირითადად აშშ-დან შემოვიდა. საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასეთია:
1. აშშ - 3.4 მლნ დოლარი, 1 297 ტონა;
2. თურქეთი - 2 მლნ დოლარი, 670 ტონა;
3. უკრაინა - 979 ათასი დოლარი, 318 ტონა;
4. ყირგიზეთი - 685 ათასი დოლარი, 228 ტონა;
5. ჩინეთი - 554 ათასი დოლარი, 130 ტონა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.