"თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება“, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კომერციული უძრავი ქონების 2024 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ფასებს, თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ-ზე 31 დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო - კვ.მ-ზე 25.5 დოლარით.
„თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ - $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ - $33.2) გამზირებზეა.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $29.4-ს შეადგენს.
ქუთაისში კომერციულ ფართებზე ყველაზე ძვირი იჯარა ქალაქის ცენტრშია - კვ.მ-ზე $21.7.
ზუგდიდში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა კვ.მ-ზე ზვიად გამსახურდიას გამზირზეა ($23.5).
თელავში ყველაზე მაღალი იჯარა კვ.მ-ზე სააკაძის გამზირზე ფიქსირდება - $22.5“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.