USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
თიბისი კაპიტალი - 2024-ში თბილისში 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა
თარიღი:  636

"თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება“, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კომერციული უძრავი ქონების 2024 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული.

რაც შეეხება ფასებს, თიბისი კაპიტალის თანახმად, 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ-ზე 31 დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო - კვ.მ-ზე 25.5 დოლარით.

თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ - $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ - $33.2) გამზირებზეა.

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $29.4-ს შეადგენს.

ქუთაისში კომერციულ ფართებზე ყველაზე ძვირი იჯარა ქალაქის ცენტრშია - კვ.მ-ზე $21.7.

ზუგდიდში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა კვ.მ-ზე ზვიად გამსახურდიას გამზირზეა ($23.5).

თელავში ყველაზე მაღალი იჯარა კვ.მ-ზე სააკაძის გამზირზე ფიქსირდება - $22.5“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის