USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Tbilisi
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ ერთად ქართველი ხალხისთვის - რომელ ფონდებში ჩაირიცხება და რას მოხმარდება tbc-ს და "საქართველოს ბანკის" გამოყოფილი 5 მილიონი?
Date:  132

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ერთობლივად გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც  აქციების მიმდინარეობისას,  დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ,  ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

2,500,000 ლარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

თიბისის ინიციატივები

TBC x My market

თიბისი და My Market მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებული  საშობაო მარკეტებში ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას, Mymarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები Mymarket-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. მომხმარებლები კი, ვინც Mymarket-ზე შეიძენენ პროდუქციას, თიბისს ბარათებზე დამატებით ქეშბექს მიიღებენ.

TBC x Glovo

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლის წყარო. ვინც Glovo-დან ამ ობიექტების პროდუქციას შეიძენს, თიბისის ბარათებზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებს.

TBC x tkt.ge

თეატრებმა და კულტურის  სფეროს წარმომადგენლებმა, გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად, რომ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, თიბისი ბანკის და tkt.ge-ის  საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური, ჩაირიცხება ფონდში თეატრებისა და მათი მსახიობების მხარდასაჭერად.

TBC x Swoop.ge

Პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება კონკრეტული სასტუმროების ნომრების ვაუჩერის სიმბოლურ ფასად შეძენა. ვაუჩერის ღირებულებისა და ნომრის საბაზრო ღირებულების შორის სხვაობას თიბისის და Swoop.ge-ის ამ საერთო ინიციატივის ფარგლებში ანაზღაურდება.

საქართველოს ბანკის ინიციატივები

BOG x Extra

საქართველოს ბანკი და extra.ge მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ საშობაო მარკეტებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, extra.ge-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები extra.ge-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. ასევე ისინი საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ მიწოდების სერვისითაც. მომხმარებლები კი, ვინც ექსტრაზე ამ მეწარმეების პროდუქციას შეიძენენ, 10- ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან დაფინანსდება. შეთავაზება ძალაში იქნება 15 იანვრის ჩათვლით.

BOG x Ads manager

მცირე მეწარმეების მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბანკის Ads manager-იდან (შეთავაზებების მართვის ციფრული პლატფორმიდან) შეთავაზებების გაკეთებას უფასოდ სთავაზობს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ, საქართველოს ბანკისგან 50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან იანვრის ბოლომდე დაფინანსდება.

BOG x Biletebi.ge

იმისთვის რომ გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეძლონ გააგრძელონ საქმიანობა, საქართველოს ბანკი Biletebi.ge-ს ინიციატივას უერთდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის მიერ, გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების 1 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქართველოს ბანკი გააორმაგებს.

სასაჩუქრე ბარათები

მცირე მეწარმეები მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ ინიციატივას ახორციელებს და ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სასაჩუქრე ბარათების შექმნას Ads manager-იდან, საკომისიოს გარეშე სთავაზობს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათი და ამით მხარი დაუჭირონ მეწარმეებს. ისინი შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

BOG x Wolt

იმ ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საშობაო მარკეტზე მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს ბანკი და WOLT ერთიანდებიან. რაც იმას ნიშნავს რომ, ის მომხმარებელი ვინც Wolt-დან ამ ობიექტების სერვისს და პროდუქციას საქართველოს ბანკის ბარათით შეიძენს, დამატებით ქეშბექს მიიღებს.

თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

  1. #ერთმანეთისთვის
  2. სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia
  3. Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად

დღეს, გავრცელდა კონკურენტების კიდევ ერთი განცხადებაც, პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპული კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way