USD 2.6085
EUR 3.0097
RUB 3.0940
Tbilisi
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი - "გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ახლა - უნივერსიტეტს აქვს მისაღები"
Date:  692

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ პირველადი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, ახლა კი გადაწყვეტილება აკადემიურმა პერსონალმა და უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ. მიუხედავად ამისა, BMG-ის კითხვაზე, თუ უნივერსიტეტები უარს იტყვიან გაერთიანებაზე, დარჩება თუ არა ეს გადაწყვეტილება ძალაში, სტუ-ს რექტორს პასუხი არ აქვს.

"უნივერსიტეტს გადაწყვეტილება მისაღები აქვს. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, ახლა ეს გადაწყვეტილება უნდა დავიდეს ადამიანებამდე. დღევანდელი მთავრობა, არც ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არც ბატონი მიქანაძე არ არიან ის ადამიანები, რომ არ შეეკითხონ აკადემიურ წრეებს. ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ამიტომ, რაც არ უნდა მიიღოს, ჩვენ ჩვენი აზრი გვაქვს. ან დავეთანხმებით, ან არა.

[თუ არ დავთანხმდებით, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა] ვერ გეტყვით, მე ვერ გეტყვით. ჯერ ადამიანების აზრი მაინტერესებს. ამ ადამიანებთან დღეს დავიწყებ შეხვედრებს", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

მედიასთან ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტების გაერთიანების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანებს შეგრძნება აქვთ, რომ "ამხელა ისტორიის უნივერსიტეტი ერთი ხელის მოსმით" შეუერთდება თსუ-ს.

"ვნებათაღელვა ნამდვილად გამოიწვია. მინდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი თემა. შემდეგ ფაკულტეტებზე, ყველგან ჩატარდება სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შეხვედრები, გავივლით, გავიაზრებთ, შევიკრიბებით დიდ დარბაზში და მოგახსენებთ ჩვენს გადაწყვეტილებას.

[გადაწყვეტილება] კარგი არის იმით, რომ ტექნოლოგიურ სკოლაში ეს გაერთიანდება და ტექნოლოგიური სკოლა ცალკე იქნება, სამართლის სკოლა ცალკე იქნება, საინჟინრო სკოლა კიდე ცალკე იქნება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო სკოლა ცალკე იქნება და ამაში რა თანხები იქნება ჩადებული, როგორ იქნება, რა შენობებში იქნება - ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, უნდა ვისაუბროთ და უნდა ასევე აკადემიურ პერსონალს, სტუდენტს მოვახსენოთ. ცუდი არის ის, რომ ამხელა ისტორიის უნივერსიტეტის ერთი ხელის მოსმით... 104 წელიწადია [არსებობს უნივერსიტეტი] ახლახან გავხსენით გიორგი ნიკოლაძის ძეგლი... ადამიანებს ეს შეგრძნებაც აქვთ. ამიტომ, ყველაფერმა ერთმანეთი რომ დააბალანსოს, რეფორმა კეთდება სიკეთისთვის. დღევანდელი ხელისუფლება, მინდა გითხრათ, რომ არ არის ძველი ხელისუფლება რომ ერთი ხელის მოსმით, ადამიანებთან შეკითხვის გარეშე და მით უმეტეს აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეთანხმების გარეშე, ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანონ", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მედიასთან ასევე დააზუსტა, რომ ამ დრომდე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა შესაძლებელია, ეს გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების უკვე დაანონსებული რეფორმის ნაწილი იყოს. მისივე თქმით, არ იგეგმება არც სტუდენტებისა და არც აკადემიური პერსონალის შემცირება.

"საკითხი დიდი ხანია განიხილება. უნივერსიტეტების რეფორმა დაანონსებულია. ერთი წელიწადია იხილება საკითხი "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი"... ალბათ ეს გადაწყვეტილება მომწიფდა რაღაც მიზეზთა გამო, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელებთ და ჩვენი აზრი გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მათ ეს აზრი აქვთ და ისინი თავის პრინციპებს აყენებენ, ჩვენ ჩვენსას და შეიძლება შევჯერდეთ, არ ვიცი.

შენობებზე არ გვქონია საუბარი... რა დროს შენობებზე საუბარია, ჯერ ეხება ადამიანებს, სტუდენტებს... მე ვფიქრობ, რომ თუ გაერთიანდება, რა თქმა უნდა ერთი იურიდიული პირის სახელზე იქნება, თუ არ გაერთიანდება - როგორც არის ისე იქნება. მაგრამ ორივე, თსუ-ს ქონებაც და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაც, სახელმწიფოსია. რა თქმა უნდა [ორივე უნივერსიტეტის შენობები] იქნება საჭირო, ჩვენ სტუდენტებს არ ვამცირებთ... თანამშრომლების, ადმინისტრაციული პერსონალის, აკადემიური პერსონალის შემცირებას არ ვგეგმავთ", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way