USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო
Date:  619

ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 სასწავლო კორპუსებს შორის არსებულ სკვერში სტუდენტების, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით, გამწვანების აქცია ჩატარდა.
აღნიშნულ სკვერში ამბრისა (ნეკერჩხლის) და სოფორას ხეები დაირგო.

გამწვანების აქციის მონაწილეებმა, საბურთალოს რაიონის გამგებელმა და სტუ-ს რექტორმა, ხელი მოაწერეს სამახსოვრო დაფას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way