USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე - რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსის ფართოდ გავრცელების ფაქტები არ არსებობს
дата:  1185

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში, რელიგიურ დღესასწაულებზე ვირუსის ფართოდ გავრცელების ფაქტები არ არსებობს. ამაზე მან აჭარის მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა თავისუფალ სივრცეში ისაუბრა. ცერცვაძე ამბობს, რომ დღესასწაულების პერიოდი "მშვიდობიანად ჩავიარეთ".

"არა არ გვაქვს ფაქტი, იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ყველგან არის. არ არსებობს ფაქტი, ძალიან კარგი და კეთილგონივრული რეაქცია ჰქონდა მოსახლეობას, მთავრობის რეკომენდაციებზე, თვითონ ეკლესიამაც ძალიან სწორი და კარგი პოზიცია დაიკავა და ფაქტობრივად, ეს საკმაოდ ისეთი პერიოდი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ეპიდემიის მატების საფუძველი, ჩავიარეთ მშვიდობიანად. არავითარი მატება რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული არ აღინიშნება", — ამბობს ცერცვაძე.

19 აპრილს სააღდგომო ლიტურგია დიდ ტაძრებში კომენდანტის საათის დროს ჩატარდა, პატარა ტაძრებში კი მეორე დღეს, დილით. აღდგომის ღამეს მრევლი სამების ტაძარში ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ფეხით მივიდა და სახლში წასვლა მხოლოდ დილით 6 საათზე მოახერხა.

ქვეყნის მთავარმა ინფექციუნისტმა არსებულ სიტუაციაზე და ტურიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნა არც ისე ახლო პერსპექტივად ეჩვენება "როგორი მდგომარეობაც დღესაა, ცოტა ძნელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. რთული საკითხია ტურისტული სეზონის გახსნა, მაგალითად, იტალია ამბობს, რომ ის წლის ბოლომდე ვერ გახსნის"- განაცხადა თენგოს ცერცვაძემ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати