სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხეხილ-სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ურეკის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ფეიქრების და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, სამრეწველოს დასახლების, დამპალოს, კაკლიანის, მაისურაძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, დაბა შინდისის, დაბა ტაბახმელის, დაბა წავკისის, სოფელი თელეთის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის და ბეთანიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ხომლის, ჩარკვიანის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჯაფარიძის, მხატვრების, ასათიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), 300 არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ონიანის, დოლაბაურის, იალბუზის, ორთაჭალის, ლუსინიანის, ბოჭორმის, ზახაროვის, ლეხ კაჩინსკის და შავსოფლის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), 300 არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ონიანის, დოლაბაურის, იალბუზის, ორთაჭალის, ლუსინიანის, ბოჭორმის, ზახაროვის, ლეხ კაჩინსკის და შავსოფლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, პუშკინის, ფერიცვალების, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის, ბარათაშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/