USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 31 მაისს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  771

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ხეხილ-სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე  მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, ურეკის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, ფეიქრების და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მასივის II მიკრორაიონის, სამრეწველოს დასახლების, დამპალოს, კაკლიანის, მაისურაძის, ბერიაშვილის, თვალჭრელიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, დაბა შინდისის, დაბა ტაბახმელის, დაბა წავკისის, სოფელი თელეთის, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის და ბეთანიას ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისი  ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ხომლის, ჩარკვიანის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჯაფარიძის, მხატვრების, ასათიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან  წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), 300 არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ონიანის, დოლაბაურის, იალბუზის, ორთაჭალის, ლუსინიანის, ბოჭორმის, ზახაროვის, ლეხ კაჩინსკის და შავსოფლის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), 300 არაგველის, ბოდბის, არბოშიკის, ონიანის, დოლაბაურის, იალბუზის, ორთაჭალის, ლუსინიანის, ბოჭორმის, ზახაროვის, ლეხ კაჩინსკის და შავსოფლის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ორბელიანის მოედნის, პუშკინის, ფერიცვალების, ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის, ბარათაშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის