სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, არჩილ ცაგარელის, გამრეკელის, საირმის, გამსახურდიას, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ბურძგლას, იყალთოს, კუტუზოვის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ჩალისპირების დასახლების, ნატბეურების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, გიორგი ბრწყინვალის, ფრედერიკ მონპერის, მაჭავარიანის, მაქს ტილკეს, ჰენრიკ ჰრინევსკის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, ასმათის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, ხატაეთის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ერედვის, კასტელის, მარკო პოლოს, ავთანდილის, პეტრიწის, ფატმანის, ბაგრატ III, რაინეგსის, შმერლინგის, ბარონ დე ბაის, ცხაკაიას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, პაატა ჯანიაშვილის, ჭელიძის, სტივენის, პეტრე იბერის, დავარის, შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, ტარიელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, უსენის და ცამეტი ასურელი მამის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსელიანის, უნივერსიტეტის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანა პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, გორკის, ქვლივიძის, ტურგენევის, გრანელის, არაგვისპირელის, ვერჰარნის, მამარდაშვილის, ოსიაურის, ლენტეხის, ბენაშვილის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ხუდადოვის, დონდუას, გროზნოს, ჩიტაიას, ზაზიშვილის, ქინქლაძის, რეხის, ცოტნე დადიანის, მამრაძის, ციხისძირის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ველისთავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, ჩხავერის, რქაწითელის, იარაჯულის, საფერავის და თავკვერის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ორბელიანის, სანაპიროს და ხიდისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/