USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 3 ივლისს დენი გაეთიშებათ
Date:  587

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, არჩილ ცაგარელის, გამრეკელის, საირმის, გამსახურდიას, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ბურძგლას, იყალთოს, კუტუზოვის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ჩალისპირების დასახლების, ნატბეურების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, დავით ბატონიშვილის, სტრაბონის, ლამბერტის, გეხტმანის, მეფე არჩილის, ვეფხისტყაოსნის, დანიბეგაშვილის, კლაპროთის, გიორგი ბრწყინვალის, ფრედერიკ მონპერის, მაჭავარიანის, მაქს ტილკეს, ჰენრიკ ჰრინევსკის, დემეტრე თავდადებულის, ჭანდრის, ასმათის, ალექსანდრე ჯავახიშვილის, ხატაეთის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ერედვის, კასტელის, მარკო პოლოს, ავთანდილის, პეტრიწის, ფატმანის, ბაგრატ III,  რაინეგსის, შმერლინგის, ბარონ დე ბაის, ცხაკაიას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, პაატა ჯანიაშვილის, ჭელიძის, სტივენის, პეტრე იბერის, დავარის, შერმადინის, ბერტა ფონ ზუტნერის, ტარიელის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, უსენის და ცამეტი ასურელი მამის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსელიანის, უნივერსიტეტის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანა პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, გორკის, ქვლივიძის, ტურგენევის, გრანელის, არაგვისპირელის, ვერჰარნის, მამარდაშვილის, ოსიაურის, ლენტეხის, ბენაშვილის და ბოჭორმის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ხუდადოვის, დონდუას, გროზნოს, ჩიტაიას, ზაზიშვილის, ქინქლაძის, რეხის, ცოტნე დადიანის, მამრაძის, ციხისძირის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ველისთავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, ჩხავერის, რქაწითელის, იარაჯულის, საფერავის და თავკვერის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ორბელიანის, სანაპიროს და ხიდისთავის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way