ტეხასის შტატის სააპელაციო სასამართლომ 60 დღით გადადო 44 წლის ჯონ ჰამელის სიკვდილით დასჯა. 2009 წელს, მან მოკლა თავისი ფეხმძიმე ცოლი, 5 წლის შვილი და მეუღლის ძმა, რის შემდეგაც გადაწვა სახლი. ჰამელი ამბობდა, რომ ოჯახის წევრებს გაუსწორდა იმიტომ, რომ საყვარელთან ეცხოვრა. 2011 წელს მას სიკვდილი მიუსაჯეს.
მსჯავრდებულის ვერდიქტი 17 მარტს უნდა აღსრულებულიყო, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანდაცვის სფეროში წარმოქნილი კრიზისის გამო, ღირს რამდენიმე დღით პროცესის გადატანა.
სიკვდილით დასჯის გადადებას ჰამელის ადვოკატი მაიკლ მოული ითხოვდა. განაჩენის აღსრულებისას, როგორც წესი, იმყოფებიან ციხის თანამშრომლები და პატიმართან დაახლოებული პირები. რომელიმე მათგანი, რომ კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული, ეს მთლიან საპატიმროს უქმნის საფრთხეს.
ჰამელს სიკვდილით 2020 წლის მაისში დასჯიან. იქამდე ტეხასში კიდევ 5 პატიმარი დგას რიგში, თუმცა გადადებენ თუ არა ამ საქმეებსაც, ჯერჯერობით უცნობია.