USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
Tbilisi
ტეხასში კორონავირუსის გამო ჯონ ჰამელის სიკვდილით დასჯა გადაიდო
Date:  1406

ტეხასის შტატის სააპელაციო სასამართლომ 60 დღით გადადო 44 წლის ჯონ ჰამელის სიკვდილით დასჯა. 2009 წელს, მან მოკლა თავისი ფეხმძიმე ცოლი, 5 წლის შვილი და მეუღლის ძმა, რის შემდეგაც გადაწვა სახლი. ჰამელი ამბობდა, რომ ოჯახის წევრებს გაუსწორდა იმიტომ, რომ საყვარელთან ეცხოვრა. 2011 წელს მას სიკვდილი მიუსაჯეს.

მსჯავრდებულის ვერდიქტი 17 მარტს უნდა აღსრულებულიყო, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯანდაცვის სფეროში წარმოქნილი კრიზისის გამო, ღირს რამდენიმე დღით პროცესის გადატანა.

სიკვდილით დასჯის გადადებას ჰამელის ადვოკატი მაიკლ მოული ითხოვდა. განაჩენის აღსრულებისას, როგორც წესი, იმყოფებიან ციხის თანამშრომლები და პატიმართან დაახლოებული პირები. რომელიმე მათგანი, რომ კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული, ეს მთლიან საპატიმროს უქმნის საფრთხეს.

 ჰამელს სიკვდილით 2020 წლის მაისში დასჯიან. იქამდე ტეხასში კიდევ 5 პატიმარი დგას რიგში, თუმცა გადადებენ თუ არა ამ საქმეებსაც, ჯერჯერობით უცნობია.

economics
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way