USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ტედროს გებრეისუსი - ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება
თარიღი:  633

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების 1 მილიარდი დოზა არასაკმარისია.

„ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი და უფრო სწრაფად გვჭირდება. ახლა ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს. ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ადამიანებს ვაქცინა ესაჭიროებათ და ესაჭიროებათ ახლა, და არა შემდეგ წელს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, „დიდი შვიდეულის“ მომავალი წლის სამიტამდე მსოფლიო მოსახლეობის 70%-ი იყოს აცრილი.

„ამის განსახორციელებლად ჩვენ 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლიათ ეს შესაძლებელი გახადონ,“- განაცხადა ჯანმოს-ს ხელმძღვანელმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის