USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Тбилиси
თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გოგი მარგველაშვილი წარუდგინა
дата:  1157

თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გოგი მარგველაშვილი წარუდგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - რეჟისორი გოგი მარგველაშვილი წარუდგინა. მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრას დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგი მარგველაშვილი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაინიშნა.

გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში - ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.

ინფორმაციისთვის: გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 2 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი  გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომოს დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთულუღის დასახლების IV, XII ქუჩების, ერევნის, ცუცქირიძის, კალატოზის, გრემის, გაბისკირიას, ვახტანგ მეექვსის, სპარტაკის, ბახვის, ელენე ახვლედიანის, ბაჩანას, კარდანახის, სამოქალაქოს, საამურის, ურიცკის, ქედის, შემოსავლის, აბდუშელიშვილის, მესხიშვილის, ერისთავის, მაცეხის, გიორგი წერეთლის, ლომოურის, ხარაგაულის, ხივინის, ავლაბრის, ხარაბაძის, ჯიქიას, ორბელების, ბეგიაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, ზავრიევის, ჩოჩუას, ჯიქიას, კვაჭანტირაძის, ზანდუკელის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, წულუკიძის, სამგორის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, სოფელი ქვემო თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო  ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III, IV მიკრორაიონების და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის,  ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კუპრაძის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და სუხიშვილის  ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას.   

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати