USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გოგი მარგველაშვილი წარუდგინა
Date:  1678

თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - გოგი მარგველაშვილი წარუდგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი - რეჟისორი გოგი მარგველაშვილი წარუდგინა. მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრას დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგი მარგველაშვილი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაინიშნა.

გოგი მარგველაშვილის პროფესიული საქმიანობა ქართულ თეატრსა და ნიჭიერი თაობების აღზრდას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისორის სპეციალობის დაუფლების შემდეგ იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში - ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014-2020 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2009 წლიდან დღემდე ის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორია, 2023 წლის აპრილიდან კი არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
გოგი მარგველაშვილი არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მათ შორის არის: თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია რეჟისორული ნამუშევრისათვის (1994 წ.), რუსთავის თეატრალური ფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის (1996 წ.), საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის (2001 წ.), პრიზი საუკეთესო ექსპერიმენტული რეჟისურისათვის (რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, 2004 წ.) და სხვა.

ინფორმაციისთვის: გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way