USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
თეა წულუკიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
Date:  509
თეა წულუკიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერ გია ონიანსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
 
მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა სპორტული ინფრასტრუქტურა და გაეცნო მასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მოისმინა სხვადასხვა სპორტის სახეობის მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებები და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
 
აღსანიშნავია, რომ სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და მულტიფუნქციური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც სპორტის არაერთ სახეობას შეეძლება განვითარება.
 
საგულისხმოა, რომ არა მხოლოდ ლენტეხში, არამედ მუნიციპალიტეტის სოფლებში, ახალგაზრდები წარმატებით ეუფლებიან სპორტის სხვადასხვა სახეობას: რაგბი, ფეხბურთი, ფრენბურთი, მეკლდეურობა, ძიუდო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა ამ ვაჟებმა და გოგონებმა შეძლონ უკვე მაღალი მიღწევების გაუმჯობესება.
 
ამრიგად, სპორტის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდთან გააგრძელებს თანამშრომლობას სპორტული ინფრასტრუქტურით აღჭურვისა და გაძლიერების თვალსაზრისით.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way