USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თბილისური ტენდერები
თარიღი:  976

თბილისის მერია, სახელმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. ამ უწყების მიერ განხორციელებული ცალკეული შესყიდვები საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. სწორედ ამიტომ „თბილისი პოსტმა“ გადაწყვიტა დედაქალაქის მერიის შესყიდვების უფრო დეტალურად შესწავლა და ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ტენდერების, მათი მიმდინარეობის და შესრულების შესახებ.

ორშაბათიდან, ჩვენ ყოველკვირეულად მოგაწვდით ინფორმაციას კვირის განმავლობაში გამოცხადებული საყურადღებო და მნიშვნელოვან ტენდერებზე, ხოლო თვეში ერთხელ გვექნება ერთგვარი შეჯამება ჩატარებული ტენდერების, გამარჯვებული კომპანიების და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

ზოგადი ინფორმაცია 2017 წლის 21 აპრილიდან დღემდის სულ თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულია  - 6288 ტენდერი.

აქედან 66.2 % შემდგარი, 21.7 % არშემდგარი, 12.1 % მიმდინარე

შემდგარი ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება : 1,767,731,783 ლარი

შემდგარი ტენდერების საერთო ფაქტობრივი ღირებულება : 1,547,577,282.46 ლარი

დანაზოგი: 12.45 %

მონაწილეთა საშუალო რაოდენობა შემდგარ ტენდერებში 2.41

ტენდერის საშუალო ხანგრძლივობა :  16.93 დღე

ჩატარებულია 3789 გამარტივებული შესყიდვა , რომელთა საერთო ღირებულებაა   406,468,639.25 ლარი

ჩატარებულია 236 კონსოლიდირებული შესყიდვა  საერთო ღირებულებით 34,488,817.29 ლარი

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის