თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.
თბილისის ზღვა, 31 მლნ კბმ წყლის ტევადობისა, რომელიც 1951 წელს თბილისის აღმოსავლეთით გადაშლილი გვალვიანი სამგორის ველის მოსარწყავად შეიქმნა. სამგორის ველზე ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა, სულ რაღაც 400 მმ წელიწადში.
წყალსატევი ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის 1934 წლის გენერალურ გეგმაში. წყალსატევი შეიქმნა მახათის მთის გადაღმა და იკვებება მდინარე იორის წყლით. სათავე-ნაგებობები გაშენდა სოფელ პალდოსთან. ივრის წყალი 40-კმ სიგრძის ზედა მაგისტრალური არხით ქვაბულისაკენ გამოუშვეს. წყალსაცავი, რომელსაც 31 მლნ კბ მეტრი წყლის ტევადობა აქვს, სამი მლაშე ტბის – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა.
.jpg)
სამგორის ველის სახელწოდებაში შემონახულია ძველი ისტორიის ტრაგიკული შემთხვევა. ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გორგასლის მეფობაში ამ ადგილზე, ციხე-ქალაქ უჯარმის კედლებთან, ქართველთა სპარსელებთან გადამწყვეტი ბრძოლა მომხდარა. სამშობლოს დამცველთა საძმო საფლავზე წარმოქმნილი სამი დიდი ყორღანი, „სამი გორა“ ამას გვაუწყებს თურმე.
წარსულში აქ ყოფილა ეგრეთ წოდებული მლაშე ტბები, სადაც თბილისელი მუშები იკრიბებოდნენ მაისობაზე და საიდუმლო კრებებზე.
წყალს თავდაპირველად სამგორის ველის მოსარწყავად იყენებდნენ, სადაც ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა. თბილისის წყალსაცავის წყალს სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად და წყლის სპორტისათვის იყენებენ. თბილისის ზღვაში თევზებიდან გავრცელებულია კობრი, კარჩხანა, ნაფოტა, ლოქო, შამაია, კალმახი.
1956 წელს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე 300 ჰექტარი ფართობის დენდროლოგიური პარკი გაშენდა, რომელიც თბილისის დაცული ტერიტორიის სიაშია.
თბილისის ზღვაში წყლის გაშვების ცერემონიის ამსახველი ფოტოები 1952 წლის 4 ნოემბერს რუსმა კინოოპერატორმა და რეჟისორმა ვლადისლავ მიკოშამ გადაიღო.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/