USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის ზღვის ადგილზე არსებულ მლაშე ტბებზე, მუშები იკრიბებოდნენ მაისობაზე და საიდუმლო კრებებზე
Date:  5410

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი — წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

თბილისის ზღვა, 31 მლნ კბმ წყლის ტევადობისა, რომელიც 1951 წელს თბილისის აღმოსავლეთით გადაშლილი გვალვიანი სამგორის ველის მოსარწყავად შეიქმნა. სამგორის ველზე ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა, სულ რაღაც 400 მმ წელიწადში.

წყალსატევი ნავარაუდევი იყო ჯერ კიდევ თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის 1934 წლის გენერალურ გეგმაში. წყალსატევი შეიქმნა მახათის მთის გადაღმა და იკვებება მდინარე იორის წყლით. სათავე-ნაგებობები გაშენდა სოფელ პალდოსთან. ივრის წყალი 40-კმ სიგრძის ზედა მაგისტრალური არხით ქვაბულისაკენ გამოუშვეს. წყალსაცავი, რომელსაც 31 მლნ კბ მეტრი წყლის ტევადობა აქვს,  სამი მლაშე ტბის – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას შეიქმნა.

სამგორის ველის სახელწოდებაში შემონახულია ძველი ისტორიის ტრაგიკული შემთხვევა. ლეგენდის თანახმად, ვახტანგ გორგასლის მეფობაში ამ ადგილზე, ციხე-ქალაქ უჯარმის კედლებთან, ქართველთა სპარსელებთან გადამწყვეტი ბრძოლა მომხდარა. სამშობლოს დამცველთა საძმო საფლავზე წარმოქმნილი სამი დიდი ყორღანი, „სამი გორა“ ამას გვაუწყებს თურმე.

წარსულში აქ ყოფილა ეგრეთ წოდებული მლაშე ტბები, სადაც თბილისელი მუშები იკრიბებოდნენ მაისობაზე და საიდუმლო კრებებზე.

წყალს თავდაპირველად სამგორის ველის მოსარწყავად იყენებდნენ, სადაც ძალიან ცოტა ნალექი მოდიოდა.  თბილისის წყალსაცავის წყალს სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად და წყლის სპორტისათვის იყენებენ. თბილისის ზღვაში თევზებიდან გავრცელებულია კობრი, კარჩხანა, ნაფოტა, ლოქო, შამაია, კალმახი.

1956 წელს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე 300 ჰექტარი ფართობის დენდროლოგიური პარკი გაშენდა, რომელიც თბილისის დაცული ტერიტორიის სიაშია.

თბილისის ზღვაში წყლის გაშვების ცერემონიის ამსახველი ფოტოები 1952 წლის 4 ნოემბერს  რუსმა კინოოპერატორმა და რეჟისორმა ვლადისლავ მიკოშამ გადაიღო.

 

 

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way