USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის
дата:  

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ხმალაძე Facebook-ზე წერს.

„მთავარი არხი“ - სასამართლოში შევხვდებით. ანონსის გასვლის შემდეგ, რომელშიც მტკიცებითი ფორმით აცხადებდით, თითქოს, სუს-მა ირაკლი ხმალაძე დააკავა, გაგაფრთხილეთ, რომ აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებდით. ამის მიუხედავად, გამოგონილი სიუჟეტი ეთერში მაინც გაუშვით და საზოგადოებას ორჯერ აყურებინეთ 18 და 19 ნოემბერს.

კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ - თქვენთვის „მთავარი“ სისულელეების გავრცელება და მაყურებლების შეფუთული ტყუილებით მომარაგებაა, თუმცა, ამჯერად არ გაგიმართლათ. შეეხეთ ისეთ თემას, რომელზეც უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება შესაძლებელია და ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, თქვენც შეგეძლოთ.

ცხადია, აღნიშნული მტკიცებულებები მოვიპოვე. ვაქვეყნებ ოფიციალურ დოკუმენტებს იმის შესახებ, რომ ჩემს მიმართ არასდროს მიმდინარეობდა და ახლაც არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, არ გატარებულა არანაირი საგამოძიებო მოქმედება.

სარჩელი შეტანილია სასამართლოში - ჩემი სიმართლე და მტკიცებულებები, თქვენი „სახედაბლარული“, ხმაშეცვლილი „წყაროს“ წინააღმდეგ... დანარჩენი იქ გავაგრძელოთ.

სასამართლოში გაირკვევა, როგორი „წყარო“ გყავთ, საერთოდ გყავთ, თუ თავად ხართ თქვენივე ტყუილების „მთავარი წყარო“.
აქვე იხილეთ თანდართული მტკიცებულებები“, - წერს ხმალაძე Facebook-ზე.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати