გუშინ, თბილისი მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ 65 ახალი სამუშაო ადგილის შესახებ გააკეთა განაცხადება.
"მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიებს. მათ, ვისაც აქვთ სურვილი გახდნენ მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს.
შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862 ლარიდან 3325 ლარამდეა. ასე რომ იაქტიურეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებული", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის განმარტებით ინფორმაციია, თუ რომელ და რამდენ ადგილზეა გამოცხადებული ვაკანსიები მალე hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია კონკურსის გამოცხადებამდე შეიტანოს CV და განცხადება თბილისის მერიაში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახელზე.
"მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია კი არის, არასწორად პარკირებულ ავტომობილებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. სამუშაოს დრო კვირაში 40 საათია" - განმარტავენ მერიაში.
რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის 3 კატეგორიაზე ცხადდება, ხელფასი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია: