USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მალე 65 ვაკანსიაზე მოთხოვნას გამოქვეყნებს
თარიღი:  

გუშინ, თბილისი მთავრობის სხდომაზე  კახა კალაძემ 65 ახალი სამუშაო ადგილის შესახებ გააკეთა განაცხადება.

"მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიებს. მათ, ვისაც აქვთ სურვილი გახდნენ მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს.

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს მონიტორინგის სამსახურში. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო კატეგორიების მიხედვით 1862 ლარიდან 3325 ლარამდეა. ასე რომ იაქტიურეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, ამ მიმართულებით იყოთ დასაქმებული", - განაცხადა კალაძემ.

 თბილისის მერიის განმარტებით ინფორმაციია, თუ რომელ და რამდენ ადგილზეა გამოცხადებული ვაკანსიები მალე  hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.

გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია კონკურსის გამოცხადებამდე შეიტანოს CV და განცხადება თბილისის მერიაში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახელზე.

"მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია კი არის, არასწორად პარკირებულ ავტომობილებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. სამუშაოს დრო კვირაში 40 საათია" - განმარტავენ მერიაში.

რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის 3 კატეგორიაზე ცხადდება, ხელფასი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

  • I კატეგორიაზე - 3 325 ლარი;
  • II კატეგორიაზე -2 660 ლარი.;
  • III კატეგორიაზე -1 862 ლარი.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის