USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის ტერიტორიაზე 20 ჰა-მდე სატყეო ფართობებზე ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები განახორციელდა
თარიღი:  1069

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, 20 ჰა-მდე სატყეო ფართობებზე ბუნებრივი განახლების ხელშემწყობი ღონისძიებები განახორციელა.

სამუშაოების ფარგლებში, მწვანე ნარგავების (ტყეების) მართვის გეგმის შესაბამისად, ფიჭვის სახეობებისგან ფორმირებული ტყის ტერიტორიები შემოიღობა, ხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრა, ფართობი გაიწმინდა ეკალ-ბარდებისგან და განხორციელდა ნიადაგის აჩიჩქვნა.

აღნიშნული ღონისძიებების მიზანი, ხელოვნურად გაშენებულ ტყეებში, სამომავლოდ ბუნებრივად წარმოშობილი ფოთლოვანი სახეობების მიღებაა, რომლებსაც მეტი უნარი შესწევთ კლიმატის ცვლილებისა თუ სხვა ნეგატიური ფაქტორების მიმართ რეზისტენტული იყვნენ. ასეთ კორომებში ხანძრისა და მავნებლის გაჩენის შემთხვევაში, მათ მიმდებარე ტყის მასივებზე გადასვლის რისკი საგრძნობლად შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ შემოღობილ ტერიტორიებზე უკვე ფიქსირდება ბუნებრივად წარმოშობილი, საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელი მერქნიანი სახეობების მოზარდ-აღმონაცენი, როგორიცაა კავკასიური რცხილა, ქართული მუხა და მინდვრის ნეკერჩხალი.

ამასთან, უკვე არსებული სხვადასხვა სახეობის მოზარდ-აღმონაცენი ზრდა-განვითარებას შეუფერხებლად განაგრძობს. სამომავლოდ, აღნიშნული მწვანე ნარგავები საქონლის ძოვების შედეგად მიღებული დაზიანებებისგან დაცული იქნება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის