USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისის საკრებულოში რაგბის შვიდქალა ეროვნული ნაკრებისთვის მიღება გაიმართა
дата:  463

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით, თბილისის საკრებულოში რაგბის შვიდქალა ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მიღება გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ქართველ სპორტსმენებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.

საკრებულოში გამართულ შეხვედრაში საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, რაგბის შვიდქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე, მწვრთნელები და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე მონაწილეობდნენ.

წელს შვიდქალა რაგბის წევრებმა ელიტის საგზური მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი შედგება 3 დივიზიონისაგან. დიდი ხნის განმავლობაში ქართველი სპორტსმენები თამაშობდნენ ტროფის (მეორე) დივიზიონში და წელს პირველად ისტორიაში ტროფის დივიზიონის საპრიზო მეორე ადგილის დაკავება შეძლეს, რითაც მოიპოვეს უმაღლეს, ელიტარულ, დივიზიონში ასპარეზობის უფლება. ნაკრების მოთამაშე მანონი საღარაძე 2024 წელს ევროპის 12 გუნდის მოთამაშეთა შორის საუკეთესო მორაგბე ქალად დასახელდა.

თბილისის საკრებულოში გამართული ღონისძიება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შვიდქალა რაგბის ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მიულოცა.

„დღეს საქართველოს რაგბის შვიდქალა ნაკრებს ვმასპინძლობთ. ჩვენმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატის მეორე დივიზიონიდან უმაღლეს, ელიტარულ, დივიზიონში გადაინაცვლეს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ნაკრების მოთამაშემ, მანონი საღარაძემ, საუკეთესო მორაგბე ქალის წოდება მოიპოვა. ვულოცავ ჩვენს მორაგბე გოგონებს წარმატებას, ვუსურვებ მათ სპორტულ იღბალს და ბევრ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, სპორტსმენი ქალების თითოეული გამარჯვება დიდი სტიმულია ყველა ქალისთვის.

„სპორტი - ეს არის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანებზე და ხელს უწყობს ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. სპორტის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ რამხელა ძალა აქვს მხარდაჭერას, გულშემატკივარს, მადლიერებას. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანიც, მადლობა გადავუხადოთ ძალიან მაგარ ქალებს, რომლებმაც, მოიპოვეს ელიტის საგზური, ელიტურ დივიზიონში ასპარეზობის უფლება; ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ნებისმიერი თქვენი გამარჯვება, ჩვენთვის, ქალებისთვის, არის ძალიან დიდი სტიმული, შეხსენება, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

რაგბის შვიდქალა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თეონა ჩიტაიშვილმა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ბოლოს სპორტსმენებმა და საკრებულოს წევრებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საკრებულოს წევრებმა რაგბის შვიდქალა ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

რაგბის შვიდქალა ნაკრების გუნდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და 2008 წლიდან ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати