USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
Date:  697

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა წარადგინა.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს. საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები შესრულდა 103,1 %-ით - 930 მლნ 239,6 ათასი ლარით, ხოლო გადასახდელები შესრულდა 96,3%-ით -1მლნ  080 555,4 ათასი ლარით. ლევან მიქავამ დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე.

კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად კარგი მაჩვენებლებით შესრულდა. მან ხაზი გაუსვა იმ პროგრამებს,  რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული მარშრუტების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა, რომლებიც ინტეგრირებული სისტემის სამართლებრივ ჩამოყალიბებას ეხება. ასევე, რამდენიმე ცვლილება შეეხება მარშრუტების საფასურის განსაზღვრას და უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასვლას.

თბილისში, სხვადასხვა მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გააცნო. მისი ინფორმაციით, საკითხები შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას ეხება, რომელსაც შპს ,,ანაგი დეველოპმენტი 1“ და შპს ,,სოლუმ დეველოპმენტი“ განახორციელებენ.

აღნიშნული საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე  სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ თბილისის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way