USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
თბილისის საკრებულოში ახალი გამოცემის „თბილისური რეტროსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართა
Date:  380

დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა ახალი უნიკალური გამოცემის - „თბილისური რეტროსპექტივა“ - პრეზენტაცია. გამოცემის რედაქტორია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი კულტურის საკითხებში მარიკა დარჩია. ღონისძიება გახსნა გამოცემის ერთ-ერთმა ავტორმა, არქიტექტურის დოქტორმა მამუკა სალუქვაძემ, რომელმაც ალბომის შექმნის შესახებ ისაუბრა.  პრეზენტაციაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  სიტყვით გამოვიდა.

გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოცემაზე იმუშავა.

„ეს გამოცემა ნამდვილად დიდი საჩუქარია თბილისელებისთვის,  თბილისის სტუმრებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საინტერესოა ჩვენი ქალაქის  მდიდარი ისტორია და მრავალფეროვანი კულტურა. მადლობა ყველა ადამიანს, ვინ იმუშავა და ხელი შეუწყო ამ ალბომის გამოცემას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ალბომის ავტორი, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი, გამოცემის რედაქტორი მარიკა დარჩია და საზოგადოების წარმომადგენლები.

ალბომზე მუშაობისას გამოცემის ავტორებმა, მამუკა სალუქვაძემ  და ეთნოლოგიის დოქტორმა მირიან ხოსიტაშვილმა, თავი მოუყარეს, აღრიცხეს და დაამუშავეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. ამავე დროს, გამოცემის სრულყოფის მიზნით, მათ იზრუნეს თბილისის სხვა საცავებსა და არქივებში არსებული ისტორიული დოკუმენტების, მათ შორის თბილისის ისტორიული რუკების მოპოვებაზე. შედეგად გამოიცა უნიკალური, ორენოვანი (ქართული, ინგლისური) ალბომი, რომელშიც ქრონოლოგიურად, სხვადასხვა პერიოდის ისტორიული რუკების, გრავიურების, ნახატების, ფოტოების მეშვეობით ასახულია ქალაქ თბილისის ზრდისა და განვითარების ეტაპები, ქალაქის ფორმირება მე-18 საუკუნის ვახუშტისეული  პერიოდიდან დღევანდლამდე.

პრეზენტაციის ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და  კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოა“, მხარდამჭერები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.

პრეზენტაციას დაესწრნენ  პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო წრეების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აგრეთვე სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ არქიტექტურის, ურბანისტიკის, ისტორიისა და კულტურის, ხელოვნებათმცოდნეობის და ტურიზმის სფეროებში.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way