USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნინო წულაძემ საკრებულოს შენობაზე რუსულენოვანი წარწერა წაშალა და მის ადგილზე „რუსეთი ოკუპანტია“ დააწერა
дата:  591

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, პარტია „ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ, წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოს შენობაზე რუსულენოვანი წარწერის გადახაზვა შეძლო.

როგორც ნინო წულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს აბრის, სადაც ქართულთან ერთად, წარწერა რუსულად და ინგლისურად იყო დატანილი, ჩამოხსნის თხოვნით საკრებულოს არაერთხელ მიმართა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უშედეგოდ.

ნინო წულაძემ წარწერის გადაშლა თავდაპირველად ე.წ. პულვიზატორით სცადა, თუმცა მას წინააღმდეგობა გაუწიეს.

მოგვიანებით კი წარწერა წითელი მარკერის საშუალებით გადახაზა და მის ადგილზე „რუსეთი ოკუპანტია“ დააწერა.

„ღირსეული ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს შენობაზე უნდა იყოს რუსული წარწერა? ქართული სახელმწიფო ენაა, ინგლისური საერთაშორისო ენა და ამ რუსულ წარწერას რა საფუძველი აქვს? როგორც ხედავთ, ე.წ. პულვიზატორი წაგვართვეს, ეს ასე არ დარჩება. მერიას აქვს გადაწყვეტილი ეს აბრა, რუსულენოვანი წარწერით არ ჩამოხსნან. რუსულენოვანი წარწერის ადგილი თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე არ არის. ეს არის სირცხვილი! 14 სექტემბერს გავაგზავნე წერილი, რა მიზანს ემსახურებოდა ეს აბრა და როდის განთავსდა, პასუხი არ გამცეს. ეს წითელი ხაზი არის ოკუპაციის სიმბოლო, რომლითაც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან არანაირი სახის ურთიერთობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო არის აგრესორი, მტერი. ეს არის დროებით გადახაზული წითელი მარკერით, პირობას ვდებ ეს აბრა აუცილებლად მოიხსნება და თუ არ მოიხსნება, ეს რუსული წარწერა მაინც არ იქნება. არავინ ეგებება ხელგაშლილი რუსეთის მოქალაქეებს თბილისის საკრებულოში და არც საქართველოში. ეგღა გვაკლია, ექსკურსიაზე შემოიყვანონ შიგნით და დიმიტრი ყიფიანის დარბაზი დაათვალიერებინონ რუსეთის მოქალაქეებს“, - განაცხადა ნინო წულაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати