USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 24 ივლისს?
дата:  253

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 25 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის(ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, პუშკინის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, მესხიას, გერცენის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯაფარიძის, აბაშიძის, ფხოვის, ვირსალაძის, 9 მარტის, ზუბალაშვილების, მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ყიფიანის, მესხის, ლაღიძის, ლიხის, გოგებაშვილის, გუნიას, კაკაბაძეების, არსენას, ბარნოვის, გურიის, ბოცვაძის, ზალდასტანიშვილის, გაბაშვილის, ზანდუკელის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, ვეძინის, ქიქოძის, ჩაბალის, ზედგენიძის, თხინვალის, ჭავჭავაძის, მაყაშვილის, რიწის, ჭოველიძის, კერესელიძის, კოსტავას, გუნიას, ერისთავი-ხოშტარიას, გიგაურის, ზიჩის, ზუბალაშვილების და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, იმედაშვილის, შენგელიას, გუნიას, მაყაშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, მესხიას, გერცენის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯაფარიძის, აბაშიძის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დგებუაძის, სანკტ-პეტერბურგის, პასტერის, კონსტიტუციის, მარჯანიშვილის, 26 მაისის, ტოვსტონოგოვის, ჭავჭავაძის, ჩაჩუას, კვნიტაძის,  ჩხეიძის,  კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის, გუდამაყრის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელის და თმოგვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის,   დავით ბატონიშვილის, მარკო პოლოს, ლამბერტის, მონპერის, კასტელის, ტილკეს, შმერლინგის, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის (ნაწილობრივ), სახალხოს, ხევის, მამუკინის, სამგორის, ნადარეიშვილის, მესხეთის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის, ფეიქართა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати