მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის(ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, პუშკინის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, მესხიას, გერცენის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯაფარიძის, აბაშიძის, ფხოვის, ვირსალაძის, 9 მარტის, ზუბალაშვილების, მთაწმინდის, ბესიკის, ჭონქაძის, ყიფიანის, მესხის, ლაღიძის, ლიხის, გოგებაშვილის, გუნიას, კაკაბაძეების, არსენას, ბარნოვის, გურიის, ბოცვაძის, ზალდასტანიშვილის, გაბაშვილის, ზანდუკელის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, ვეძინის, ქიქოძის, ჩაბალის, ზედგენიძის, თხინვალის, ჭავჭავაძის, მაყაშვილის, რიწის, ჭოველიძის, კერესელიძის, კოსტავას, გუნიას, ერისთავი-ხოშტარიას, გიგაურის, ზიჩის, ზუბალაშვილების და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის, იმედაშვილის, შენგელიას, გუნიას, მაყაშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, მესხიას, გერცენის, თაბუკაშვილის, ბროსეს, ჯაფარიძის, აბაშიძის და ქიაჩელის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დგებუაძის, სანკტ-პეტერბურგის, პასტერის, კონსტიტუციის, მარჯანიშვილის, 26 მაისის, ტოვსტონოგოვის, ჭავჭავაძის, ჩაჩუას, კვნიტაძის, ჩხეიძის, კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის, გუდამაყრის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელის და თმოგვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, დავით ბატონიშვილის, მარკო პოლოს, ლამბერტის, მონპერის, კასტელის, ტილკეს, შმერლინგის, ბარონ დე ბაის და ჰუგო ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის (ნაწილობრივ), სახალხოს, ხევის, მამუკინის, სამგორის, ნადარეიშვილის, მესხეთის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის, ფეიქართა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/