USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის მერის მოადგილე მაჭავარიანის ქუჩაზე: კარგი ინფორმაცია გვაქვს
дата:  1031

ედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობზე არსებული მეწყრული პროცესების შესახებ, რამდენიმე სიახლეა:

„დაახლოებით ერთი თვეა, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. სიტუაცია მუდმივ მონიტორინგზე გვაქვს. რამდენიმე სიახლე გვაქვს: პირველი არის ის, რომ ვიდეომონიტორინგის შესაბამისად, დავაკვირდით უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩის ნაწილს და გვაქვს კარგი ინფორმაცია: უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს, უკვე მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება, რომ შემცირდეს მეწყრის ე.წ. ტანი. ასევე, მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. დღეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა უკვე დამონტაჟებულია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ტერიიტორიის ზედა ნაწილის ცემენტიზაცია. ამის მიზანია, რომ შემცირდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილება“ - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати