ედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, ფერდობზე არსებული მეწყრული პროცესების შესახებ, რამდენიმე სიახლეა:
„დაახლოებით ერთი თვეა, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. სიტუაცია მუდმივ მონიტორინგზე გვაქვს. რამდენიმე სიახლე გვაქვს: პირველი არის ის, რომ ვიდეომონიტორინგის შესაბამისად, დავაკვირდით უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩის ნაწილს და გვაქვს კარგი ინფორმაცია: უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს, უკვე მივიღეთ პირველადი გადაწყვეტილება, რომ შემცირდეს მეწყრის ე.წ. ტანი. ასევე, მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა. დღეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა უკვე დამონტაჟებულია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს ტერიიტორიის ზედა ნაწილის ცემენტიზაცია. ამის მიზანია, რომ შემცირდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილება“ - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.