USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
дата:  

თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრას სტუმრების მხრიდან ესწრებოდნენ ფინეთის პარლამენტის წევრი, საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მატიას მარტინენი, ჰელსინკის მერის მოადგილე დანიელ საზონოვი, ფინეთის რესპუბლიკის კლიმატისა და საბინაო სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი ემა სტინა ვეჰმანენი, ფინეთის რესპუბლიკის სოციალური დაცვის მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი ემილ ნუტილა, ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული კოალიციური პარტიის მრჩეველი იოჰო კარკანენი და ჰელსინკის მუნიციპალური საბჭოს წევრი მატიას პაიულა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პალამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფინეთის მხარდაჭერასა და მის როლზე საქართთველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

ფინეთის პარლამენტის წევრმა და საქართველოს-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა გამოთქვა პოლიტიკური და პრაქტიკული მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლის პროცესში.

ჰელსინკის მერის მოადგილემ დანიელ საზანოვმა ისაუბრა ქალაქ თბილისსა და ჰელსინკს შორის ურთიერთერთობის გაღრმავებაზე, კონკრეტული პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.

თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიმ ჰელსინკის მერის მოადგილე მოიწვია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 2024 წლის 6-7 ივნისს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати