USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
თბილისის მერიამ ყოველწლიური საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამები განახორციელა
Date:  628
თბილისის მერიამ, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ზაფხულის განმავლობაში ტრადიციული, ყოველწლიური საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამები განახორციელა.
წელს სხვადასხვა აქტივობაში 6000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები ითვალისწინებდა თბილისში მცხოვრები ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და რეკრეაციული აქტივობების შეთავაზებას.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ ისეთ სპორტულ აქტივობებში როგორიცაა ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
მნიშვნელოვანია, რომ წელს ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდა 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებების ბანაკები.
ადგილობრივი ბანაკების გარდა, გაიმართა საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით.
აღნიშნული პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის უფასოა. უზრუნველყოფილი იყო მონაწილეთა ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 15 ივნისიდან ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way