USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თბილისის მერია ძველი შუქნიშნების ნაწილის ჩანაცვლებისთვის, 3,6 მილიონიან ტენდერს აცხადებს
თარიღი:  799

თბილისის მერიის სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ძველი შუქნიშნების ჩანაცვლებისთვის და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობისთვის 3 652 585 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ფარგლებში იგეგმება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შუქნიშნის ძველი ობიექტების ახლებით ჩანაცვლების ან ახალი ობიექტების მოსაწყობად შუქნიშნების, სატრანსპორტო დეტექტორების, ვიდეოკამერების, საგზაო კონტროლერების და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა.

წინადადების მიღება 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ტენდერის მიხედვით, იგეგმება 187 სატრანსპორტო, 202 - ფეხით მოსიარულეთა და 15 - ველოსიპედით მოსიარულეთა შუქნიშნის შესყიდვა მონტაჟით. ამასთან, გათვალისწინებულია ბორდიურების და კუნძულის მოწყობაც. ადგილები დაკონკრეტებული არ არის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 შუქნიშნის ობიექტის მონტაჟისა და მათი მართვის ცენტრთან მიერთების გამოცდილება.

რაც შეეხება ვადებს, ტენდერის მიხედვით, შუქნიშნის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 165 კალენდარული დღის ვადაში, 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის