USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის მერი - გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
дата:  338

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 17 ოჯახი, რომელთაც გარემონტებული ბინები გადაეცემათ. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა, და სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს.

„საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში ავარიული სახლი მდებარეობს. ეს არის 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დანგრევის პირასაა, სადაც, დაახლოებით, 17 ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობის ნაცვლად, აშენდება 8-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. მზად ვართ, ყველა იმ ოჯახს დავეხმაროთ, ვისაც ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს და იქაც მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ მარტო თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ მოხდეს აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, ჩავრთოთ ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა, რათა მათი ავარიული სახლებიც უსაფრთხო და გარემონტებული ბინებით ჩანაცვლდეს.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს დედაქალაქში, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც, შევძლებთ აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლებას და იქ მცხოვრებ ადამიანებს სრულიად ახალ, თანამედროვე ქართული არქიტექტურით აშენებულ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც მშენებლობის ფაზაშია, ასევე, სხვადასხვა მოსამზადებელ ეტაპზე არსებული და ისეთი პროექტებიც, რომლებიც ნებართვას ელოდება. პროგრამა კარგად მუშაობს, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვიღაც უფრო მეტ ფართს ითხოვს, რისი უფლება და საშუალება არ გვაქვს. მზად ვართ, საცხოვრებელი ბინები გადავცეთ იმ ფართის ფარგლებში, რომელიც მათ ჰქონდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати