ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 17 ოჯახი, რომელთაც გარემონტებული ბინები გადაეცემათ. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა, და სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს.
„საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში ავარიული სახლი მდებარეობს. ეს არის 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დანგრევის პირასაა, სადაც, დაახლოებით, 17 ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობის ნაცვლად, აშენდება 8-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. მზად ვართ, ყველა იმ ოჯახს დავეხმაროთ, ვისაც ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს და იქაც მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ მარტო თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ მოხდეს აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, ჩავრთოთ ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა, რათა მათი ავარიული სახლებიც უსაფრთხო და გარემონტებული ბინებით ჩანაცვლდეს.
„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს დედაქალაქში, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც, შევძლებთ აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლებას და იქ მცხოვრებ ადამიანებს სრულიად ახალ, თანამედროვე ქართული არქიტექტურით აშენებულ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც მშენებლობის ფაზაშია, ასევე, სხვადასხვა მოსამზადებელ ეტაპზე არსებული და ისეთი პროექტებიც, რომლებიც ნებართვას ელოდება. პროგრამა კარგად მუშაობს, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვიღაც უფრო მეტ ფართს ითხოვს, რისი უფლება და საშუალება არ გვაქვს. მზად ვართ, საცხოვრებელი ბინები გადავცეთ იმ ფართის ფარგლებში, რომელიც მათ ჰქონდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.