USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის ისტორია - კინოთეატრ "რუსთაველის" ადგილას ძველი ჰაუპტვახტის შენობა იდგა
Date:  2260

ჰაუპტვახტის შენობა აგებულ იქნა XIX საუკუნის 10-იან წლებში. შენობა მდებარეობდა იქ, სადაც ახლა კინოთეატრი “რუსთაველია”. იგი წარმოადგენდა კლასიციზმის ერთ-ერთ პირველთაგან შენობას თბილისში. შენობა ორსართულიანი იყო, ორივე სართულის სიმაღლის მძლავრი ტოსკანური კოლონადით. მის უკან მიწის პატარა მონაკვეთი ეჭირა კალოუბნის ეკლესიას.

ჰაუპტვახტის შენობის ადგილას, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით, 1939 წელს აგებულ შენობაში, კინოთეატრი "რუსთაველი" განთავსდა. ოთხსართულიან ნაგებობას კუბური მოცულობა აქვს. ფასადთა პირველი სართული რუსტირებულია, ზედა სართულები კი გიგანტური კორინთული პილასტრებით არის დანაწევრებული. მეორე სართულის განაპირა თაღოვან ნიშებში ვ. თოფურიძისა (რუსთაველის გამზ. მხარეს) და შ. მიქატაძის (ა. ფურცელაძის ქ. მხარეს) მიერ შესრულებული ქანდაკებებია მოთავსებული.

კინოთეატრი “რუსთაველი”  მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადი“ გაიხსნა. შენობას 1988 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კინოთეატრი “რუსთაველი” 2018 წლიდან დაკეტილია და აღარ ფუნქციონირებს. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ “რუსთაველის” ნაცვლად სხვა ობიექტის გახსნა იგეგმება და კინოთეატრი აღარ იფუნქციონირებს.

 

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way