USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
თბილისის აეროპორტი 5 მლნ მგზავრის გამტაუნარიანობის მქონე აეროპორტების ხუთეულშია - The Routes Europe
дата:  410

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. (https://aviationweek.com/air-transport/airports-networks/shortlist-announced-routes-europe-2025-awards).

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის Southend Airport და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British AirwaysEasyJetEdelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს.

The Routes Europe არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს, პლატფორმა გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати