თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. (https://aviationweek.com/air-transport/airports-networks/shortlist-announced-routes-europe-2025-awards).
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის Southend Airport და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს.
The Routes Europe არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს, პლატფორმა გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.